ავსტრიაში საქართველოს საელჩომ ფოტოგამოფენას “Georgia on my mind” უმასპინძლა

საქართველოს საელჩოში ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მეკავშირე ოფიცრის, კარლჰაინც (ჩარლი) გორტანოს ფოტოგამოფენა სახელწოდებით – „Georgia on my mind” გაიმართა. ფოტოგამოფენა მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოგზაურობისას აღბეჭდილ შთაბეჭდილებებს ასახავს.

საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სტუმრებს, აგრეთვე, სიტყვით ხელოვნების ექსპერტმა ეკარტ ნუსბაუმერმა და კარლჰაინც გორტანომ მიმართეს.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე კარლჰაინც გორტანო საქართველოში 2015-2019 წლებში მოღვაწეობდა და მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში.

ღონისძიებას ვენაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე, სტუმრები ავსტრიაში მოქმედი კულტურის ინსტიტუტებიდან და ქართული დიასპორიდან ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები