ლონდა თოლორაიამ სკოლებში არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ისაუბრა(ფოტოკოლაჟი)

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კვლევის „ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საჯარო სკოლებში“ პრეზენტაციას დაესწრო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, კვლევის მიზანია არასრულწლოვანთა ძალადობისა და ბულინგის მიმართულებით არსებული გამოწვევების შეფასება და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა.

ლონდა თოლორაიამ სკოლებში არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვასა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გავრცელება, გამჟღავნება, გამოყენება ან/და გასაჯაროება ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს ახდენს ბავშვზე, რასაც ნაკლები ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ სამსახურმა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა 2020 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ხორციელდება რამდენიმე საჯარო სკოლის შემოწმება, რომლის შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. ასევე, სამსახურმა დაიწყო მასშტაბური პროექტი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი”, რომლის ფარგლებში არასრულწლოვანთა, მასწავლებელთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში არაერთი პროექტი განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები