ამირან გამყრელიძე: დღეს კიდევ ჩინეთის 2 მოქალაქეა შესული ინფექციურ საავადმყოფოში
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 2 მოქალაქეა შეყვანილი.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორივე მათგანი ერთ-ერთ რაიონში დაქირავებული მუშაა.
“დღეს კიდევ არის 2 ჩინეთის მოქალაქე შესული ინფექციურ საავადმყოფოში, ისინი არიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელი, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ რაიონში. იქ უკვე ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან წასული, აიღებენ სინჯებს და დღესვე იქნება მათზე პასუხი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან მედიის წარმომადგენლებს აღნიშნული თემის სრულფასოვნად გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.