“მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, განათლება, უსაფრთხოების სფერო და ღია მმართველობაა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მმართველი გუნდის პრიორიტეტულ საქმიანობებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, რეფორმების კუთხით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით რეფორმების გატარების თვალსაზრისით და პროცესში. ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფერო და ღია მმართველობა. ეს ყველა ის მიმართულებაა, რომელიც იყო დეტალურად განხილული და მივიღეთ სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ სფეროებში გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები