საქსტატი: ექსპორტი ევროკავშირში 13 %-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 825.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 13.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.3 პროცენტით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები