პატიმრებმა პარაგვაის ციხეში გვირაბი გათხარეს და გაიქცნენ

პარაგვაის ჩრდილოეთ მდებარე ციხიდან, სულ მცირე, 75 პატიმარი გაიქცა.

Associated Press-ის ინფორმაციით, გაქცევა გვირაბის გამოყენებით მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, ქალაქ პედრო-ხუან-კაბალიეროს ციხის დირექტორი და საპატიმროს 6 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა სესილია პერესმა განაცხადა, „გაქცევა კორუფციის და მოსყიდვის შედეგად მოხდა. შეუძლებელია, ამ ხნის განმავლობაში, არავის არაფერი არ დაენახა. ეს ერთი ან ორი ღამის ნამუშევარი არ არის“.

წინასწარი ინფორმაციით, გაქცეულებს შორის, ბრაზილიაში მოქმედი ყველაზე გავლენიანი ორგანიზებული დაჯგუფების წევრები არიან.

ბრაზილიის შტატის მატუ-გროსუ-დუ-სულის ხელმძღვანელობამ, საზღვარზე უსაფრთხოება გაამკაცრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები