სალომე ზურაბიშვილი წინასაახალწლოდ მსჯავრდებულებს არ შეიწყალებს
წინასაახალწლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიმროდან პატიმრებს არ გამოუშვებს. საკანში შეხვდება ახალ წელს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც, – ამ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ადასტურებს.
პრეზიდენტის მრჩეველი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ირინე შენგელია აცხადებს, რომ მსჯავრდებულების შეწყალება სავარაუდოდ შობამდე მოხდება.
“შობამდე შეწყალება იქნება. მორატორიუმი შეწყდა და მიღებულია ახალი წესი. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამიტომ უფრო ვრცლად მე კომენტარს ვერ გავაკეთებ,” – აღნიშნა ირინე შენგელიამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს ინფორმაცია, შეწყალებულთა შორის იქნება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე.