შემცირდება თუ არა მედიკამენტების ფასი – ხელისუფლება ფარმაცევტული კომპანიებისათვის მოგების მარჟის კონტროლს გეგმავს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლებელია, მოგების მარჟა დაურეგულირდეთ.
ტიკარაძის განმართებით, ფარმაცევტულ ბაზარზე მოგების მარჟა ყველა ქვეყანაში რეგულირდება და ეს პრაქტიკა შასაძლოა საქართველოშიც დაინერგოს.
„როგორი მოგების მარჟა აქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს საქართველოში უცნობია. ამის დასადგენად და იმ კითხვებზე რომლებიც აქვს მოსახლეობას წამლის ფასთან დაკავშირებით აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენი პროცენტი ემატება მედიკამენტების ფასს,საქართველოს საზღვარზე შემოტანიდან საცალო გაყიდვამდე“, – აცხადებს ტიკარაძე.
ტიკარაძის თქმით, მთავარი პრიორიტეტი იქნება, ხარისხი და ფასების რეგულირება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით დადგინდება.