თეა წულუკიანი: მთავარი ტროლები ქუჩაში არიან, “ბოკერიები” და მათი ბელადი, ცდილობენ, ტყუილი მოგყიდონ

მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და ბოკერიები და სხვები, მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის ცდილობენ, თქვენ, საზოგადოებას, მოგყიდონ ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ კომენტარით თეა წულუკიანი ფეუსბუქ გვერდებთან დაკავშირებით ატლანტიკური საბჭოს კვლევას გამოეხმაურა. მისი თქმით, ტროლები, თუ “ფეიკ” ეგრეთწოდებული ანგარიშები ბოლო შვიდი წლის მანძილზე იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.

„გულწრფელად გეტყვით, რომ არ არის ცნობილი ჩემთვის ამგვარი ანგარიშებისა და ტროლების შესახებ, თუმცა არის ცნობილი იმის შესახებ, რომ მაგალითად, არ ვიცი, ვის მიერ შექმნილი ტროლები, თუ “ფეიკ” ეგრეთ წოდებული ანგარიშები, მაგალითად მიზანმიმართულად ბოლო შვიდი წლის მანძილზე ეწეოდნენ ხოლმე იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას. ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია ( ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი), სოციალირ ქსელს ყველა, იქნება ეს ინდივიდი, რომელიმე ორგანიზაცია, თუ პოლიტიკური პარტია იყენებდეს, რათა საკუთარი არგუმენტები გააცნონ საზოგადოებას.

ვყოფილვარ ოპოზიციის მხრიდან ფეისბუქზე ამგვარი ტროლების მსხვერპლი. ფეისბუქი კარგია, რომ ამაზე მუშაობს და ალბათ მომავალშიც დასჭირდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ როგორც ვნახეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც ამგვარი ქმედება“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, ტროლებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„გავეცანი და არ მაქვს ინფორმაცია ანგარიშებთან დაკავშირებით. არ მაქვს ინფორმაცია ტროლებთან დაკავშირებით. ეს წავიკითხე, მაგრამ ფეიკებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია. არ მგონია, რომ რაიმე ტიპის უხერხულობა არსებობს, რადგან დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებდა, მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და ბოკერიები და სხვები, მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის ცდილობენ, თქვენ, საზოგადოებას, მოგყიდონ ტყუილი. ჯობია, ეს გააშუქოთ და ამაზე ისაუბროთ. პანდას შესახებაც შევიტყვე მას შემდეგ, რაც “პანდამ“ აღშფოთებული საჯარო განცხადება გამოაქვეყნა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები