20 დეკემბერი

 

10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მსახიობი ლაშა კანკავა და რეჟისორი იბრაჰიმ იბრაჰიმიანი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ირანულ – ქართული მხატვრული ფილმის „დაბლენდის“ პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“. ფილმის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს გაიმართება.
ინფორმაცია, რომელსაც მამუკა არეშიძე ოსური წყაროებიდან ფლობს – მოსალოდნელია, თუ არა ექიმის გათავისუფლება.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციის შესახებ და საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება სიტუაციის ესკალაციის მცდელობაში.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სასულიერო პირები და “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა:გახშირებული სუიციდი მოზარდებში.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

 12:00 საათზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის მეორე ეროვნული კონფერენცია და საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. მის: რუსთაველის გამზირი N29. ( სასტუმრო ,, ბილტმორ თბილისი“)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები