„სკოლებში ლგბტ თემატიკაზე ესეების კონკურსი ტარდება“ – გურამ ფალავანდიშვილი მასშტაბურ აქციებს აანონსებს

სკოლებში 14 დეკემბრამდე ლგბტ თემატიკაზე ესეების კონკურსი ტარდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდოამრემ გურამ ფალავანდიშვილმა, “საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია განათლება და ზნეობას” თევმჯდომარემ, გიორგი ქუთათელაძემ და ახალგაზრდული ცენტრ “ზნეობას” წარმომადგენელმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადეს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრო ევროპის საბჭოს საქართველოს ლგბტ ლობისტ ოფისთან ერთად ჩვენს სკოლებში ატარებს ესეების კონკურსს, რომელიც პირდაპირ ეხება მამათმავლობის, გარყვნილების თემატიკას. ესეების კონკურსი იმართება 14 დეკემბრის ჩათვლით, 13- 18 წლის მოსწავლეებს შორის. განათლების სამინისტროს ღიად უდევს, შეგვიძლია ვნახოტ საიტზე, ადრე თუ ცდილობდნენ ტოლერანტობის და თანასწორობის ტერმინებით შეეფუთათ, ახლა პირდაპირ უწერიათ, სექსუალური ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას მოიცავს ეს კონკურსი“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

როგორც გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, ამასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას ხვალ, 14:00 საათზე განათლების სამინისტროსთან გამართავენ და მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

„ჩვენ გავმართავთ აქციას, შევალთ განათლების სამინისტროს ფოიეში, დროშების ფონზე დავდგებით. იქ საკმაოდ კარგი აკუსტიკაა და ჩვენს პროტესტს გამოვთქვამთ. ვითხოვთ გადადგეს მინისტრი, ასევე ვითხოვთ დადგეს პრემიერისა და ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. გვაქვს კონსულტაციები სამღვდელოებასთან და ვფიქრობთ მასშტაბურ ხასიათს მიიღებს ჩვენი აქციები“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები