დანიაში ტერაქტების, სავარაუდო, საფრთხის გამო მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს
დანიის რიგ რეგიონში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებენ და გარკვეულ პირებს, ტერაქტების, სავარაუდო, მომზადებისთვის აკავებენ.
გაზეთის Extra Bladet ინფორმაციით, ოპერაციაში კოპენჰაგენის რამდენიმე საპოლიციო ოლქია ჩართული.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ოპერაციის ინიცირება ტერაქტების სავარაუდო მომზადების ეჭვის საფუძველზე მოხდა.
დეტალებზე დღეს პრესკონფერნციაზე ისაუბრებენ.