“ვითიბი ბანკის” Mastercard-ის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში ჩაერთონ

“ვითიბი ბანკის” Mastercard-ის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში ჩაერთონ. 31 დეკემბრის ჩათვლით, “ვითიბი ბანკის” ნებისმიერი Mastercard-ის ბარათით გადახდისას, შესაძლებელია 750-დან ერთი-ერთი საჩუქრის მოგება, ხოლო მთავრი პრიზი არის საგზური ლონდონში “Star Wars: The Rise of Skywalker”-ის საპრემიერო ჩვენებაზე დასასწრებად.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა “ვითიბი ბანკის” Mastercard-ის ბარათით მინიმუმ 10-ლარიანი ტრანზაქციის გატარება POS ტერმინალებზე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, ასევე გათამაშებაში მონაწილეობს ონლაინტრანზაქციებიც.

გათამაშება ჩატარდება 4 ეტაპად, მთავარი პრიზის, საგზურის გათამაშება გაიმართება 2020 წლის 24 იანვარს, 14:00 საათზე.
საგზური მოცავს: ავიაბილეთებს 2 ადამიანზე, განთავსებას სასტუმროში 4 ღამით, სამეფო ობსერვატორიაში პლანეტარიუმის შოუზე დასწრებას, Madame Tussauds -ის მუზეუმის პრემიუმსაშვს, London Eye-ის პირადი კაბინით ქალაქის დათვალიერებას, სადილს Sky Garden-ში, სამოგზაურო დაზღვევას და ტრანსფერს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები