მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

წმინდა მარიამის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. მოულოდნელად ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული მარიამი ეყოლებოდა, რომელიც კაცობრიობას მხსნელს, იესოს მოუვლენდა.

სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი იგი მშობლებმა იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები