ნათია თურნავა: არ მგონია, რომ ვინმეს აზრად მოუვა ბიზნესის, ეკონომიკური ზრდის და ინვესტორების პიკეტირება
არ მრცხვენია და ამაყი ვარ, რომ დღეს ამდენი ობიექტი შევთავაზე ბიზნესს და არ მგონია, რომ ვინმეს აზრად მოუვა ბიზნესის, ეკონომიკური ზრდის და ინვესტორების პიკეტირება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს აქციებზე საუბრისას განუცხადა.
ნათია თურნავას თქმით, რა ნაწილშიც პროტესტის გამოხატვის ფორმები არ სცდება კანონმდებლობას, ეს მისაღებია.
“არ მრცხვენია და ამაყი ვარ, რომ დღეს ამდენი ობიექტი შევთავაზე ბიზნესს და არ მგონია რომ ვინმეს აზრად მოუვა ბიზნესის, ეკონომიკური ზრდის და ინვესტორების პიკეტირება. რა ნაწილშიც პროტესტის გამოხატვის ფორმები არ სცდება კანონმდებლობას, ეს მისაღებია და მშვიდად უნდა შევეგებოთ. სადაც გვაქვს საქმე ისეთ ქმედებებთან, რომლებიც იწვევს სახელმწიფო უწყებების პარალიზებას და ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლას, აქ სამართალდამცავები სრულიად ადეკვატურ ზომებს იღებენ”, – აღნიშნა მინისტრმა თურნავამ.