არჩილ თალაკვაძე: ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ყველას შეუძლია თავისი თავი გამოხატოს ხელოვნებაში, ისე როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის. როგორც მან ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერაზე საუბრისას განაცხადა, პროტესტის გამოხატვას კანონი არეგულირებს და დღეს ნებისმიერი მოქალაქის უფლებები დაცული იქნება.
„შს სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია. ეს არის პრევენციული ნაბიჯები, რათა საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყოს და ჩვენი მოქალაქეების უფლებები არ შეილახოს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას კანონი არეგულირებს და რა თქმა უნდა, დღეს დაცული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები. ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. ბუნებრივია, სახელმწიფო აქ იქნება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დამცველი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
​​ცნობისათვის, დღეს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები