“აფიშაზე დატანებული უნდა იყოს ასაკობრივი ცენზი” – დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ “ამირანთან“ პოლიცია გამოიძახა

კინოფილმის აფიშაზე “და ჩვენ ვიცეკვებთ“, არ არის დატანილი, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა და კინოთეატრ “ამირანთან“ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
“ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ აფიშა საერთოდ არ არის გამოკრული. დაახლოებით 10 აფიშაა გამოკრული სხვადასხვა ფილმების და არც ერთი იმ ფილმისა, რომელიც დღეს 20:00 საათზე უნდა გავიდეს. ჩვენ დავინტერსდით მიზეზით და მიზეზი ვერავინ აგვიხსნა. ახლა დავაფიქსირებ დარღვევას 112-ით გამოძახებული ეკიპაჟის წინაშე. ცენტრალურ აფიშაზე დატანებული უნდა იყოს სეანსში მონაწილე პირთა ასაკობრივი ცენზი. როცა საჯარო სივრცეში არ არის აღნიშნული გრიფირება გამოტანილი, ეს მეტყველებს, რომ ამ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ორგანიზატორებს, ალბათ, კინოთეატრის ხელმძღვანელობასაც, აქვთ რაღაც დასამალი“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები