“კავეა” მაყურებლებს მოუწოდებს, რომ ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე უსაფრთხოების გამო, დაგეგმილზე ადრე მივიდნენ

კინოთეატრი “კავეას” ადმინისტრაცია მაყურებლებს მოუწოდებს, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე უსაფრთხოების გამო, დაგეგმილზე ადრე მივიდნენ, რადგან დარბაზში მათი განთავსება შეუფერხებლად მოხდეს, – ამის შესახებ განცხადება კინოთეატრის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
“კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია,მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად”,-ნათქვამია “კავეას” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
​შეგახსენებთ, რომ დღეს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა დღეს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები