სექტემბერში საქართველოში შემოსული ვიზიტორების 69 % ტურისტია

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა.
ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 69 პროცენტი შეადგინა და წლიურად 0.6 პროცენტით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო თვეში ასევე გაიზარდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა. 2019 წლის სექტემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების ზრდა სომხეთიდან (8.1 პროცენტით) და თურქეთიდან (8.3 პროცენტით)გაიზარდა. მეორე გაიზარდილია ვიზიტორების რაოდენობა აზერბაიჯანიდანც (4.8 პროცენტი),ხოლო რუსეთიდან შემცირდა (-5.0 პროცენტით).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების მხრივ, განსაკუთრებით მოიმატაპოლონეთიდან და გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობამ. გარდა ამისა, საანგარიშო თვეში 54.4 %-ით მოიმატა ვიზიტორების რაოდენობამ საუდის არაბეთიდან და ყაზახეთიდან (70.9 პროცენტით). სამაგიეროდ 37.8 %-ით შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა ირანიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები