ადიგენის სოფელ ბოლაჯურში სკოლა აშენდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა გადაწყდა.

ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს დაიწყება და 21-ში დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 470 043 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ჯერ პროექტი უნდა მოამზადოს, რომლის საფუძველზეც სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის მოსამზადებლად ხუთი, მშენებლობისთვის კი 12 თვეა განსაზღვრული.

პროექტის მიხედვით, სკოლაში უნდა მოეწყოს – 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია; – დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით; – სამასწავლებლო; – სასწავლო ნაწილის ოთახი; – ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით; – ექიმის კაბინეტი; – მანდატურის/დაცვის ოთახი; – სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის; – კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი; – დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით; – რეკრეაცია; – ფოიე გარდერობით, დერეფანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები