კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, არქეოლოგებმა ფარავნის ტბასთან ყორღანების შესწავლა დაიწყეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის მიმდებარედ, შუა ბრინჯაოს (ძვ. წ XV-XIV ს.ს ) პერიოდის ყორღანის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყეს. კვლევას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 25 423 ლარით აფინანსებს. სამუშაოებს კი “სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა” ახორციელებს.
ფარავნის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით ყორღანული სამარხის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა 1მ. სიღრმეზე უნდა ჩატარდეს. უნდა მოხდეს ობიექტთან მისასვლელი გზის გაწმენდაც. სპეციალისტებს ყორღანის შესწავლისთვის ვადა 2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე აქვთ.
ყორღანული სამარხი სოფ. ხულგუმოდან 3 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი 2003–2007 წლებში “სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობამ” შეისწავლა და ძვ. წ. აღ.-ის მესამე ათასწლეულის ყორღანი აღმოაჩინეს. ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები