მიხეილ სააკაშვილი: ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ლარის კურსის ვარდნა (ვიდეო)

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქგვერდზე” ვიდეო გაავრცელა, სადაც პრემიერმინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებაზე მამუკა ბახტაძემ დღეს გააკეთა.
“პრემიერმინისტრმა გამოაცხადა, რომ, თურმე, ლარის გაუფასურება არის მიტინგებისა და ოპოზიციის აქტიურობის დამსახურება. ჩემს დროს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა მაშინ, როცა სულ მიტინგებს გვიწყობდნენ და სულ არეულობა იყო. მათ შორის სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო ერთი-ორჯერ, ამის მიუხედავად, მაინც ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით. მინდა, ვუთხრა ივანიშვილსა და მის “შნირებს” –  ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა. თქვენ ხართ ქურდები, თქვენ უნდა მოშორდეთ სადღაც კი არა, პირდაპირ ციხეში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს მამუკა ბახტაძემ განცხადება გააკეთა ლარის კურსთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიცია ეკონომიკურ ვარდნაში დაადანაშაულა.
“ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ბელადს, ასევე, რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები