„ვალესა“ და „ქუთაისის აეროპორტში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა  საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.
„ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (26 აბი) და ფსიქოტროპული (60 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერება “ოპიუმი“ (9.83 გრამი) აღმოაჩინეს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები