მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს

საქართველოს მთავრობის N212 დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრა. ამ სერვისს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს.
„მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. მრავალშვილიან ყველა პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს სტატუსის დადგენა. აღსანიშნია, რომ დღემდე აღნიშნული სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება:
• საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები;
· სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება, დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე – სრულწლოვანი შვილების მშობელს;
· მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი – დედაც და მამაც;
ცნობისთვის, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები