უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა – “არეა ექსპო 2019”

გამოფენის ხანგრძლივობა: 2 დღე
თარიღი: 4 – 5 მაისი
ადგილი: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
დრო: 11საათიდან – 6 საათამდე

4-5 მაისს, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა არეა ექსპო 2019 გაიხსნება. გამოფენაზე საქართველოში მოღვაწე დეველოპერები წარმოადგენენ საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე ფართებს. რაც მთავარია, მხოლოდ ამ 2 დღის განმავლობაში მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს სპეციალური ფასებითა და გადახდის პირობებით.

გარდა დეველოპერი კომპანიებისა, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები, რათა უძრავი ქონების შეძენის ან მშენებლობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის პირობები ადგილზე იყოს უზრუნველყოფილი და არქიტექტორები, რომლებიც წარმოადგენენ უახლეს ტექნოლოგიებს, პროექტებსა თუ მიმდინარე ტრენდებს დეველოპერულ და არქიტექტურულ ბაზარზე.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელით. სააგენტო გამოფენაზე წარმოადგენს სახელწმიფო ქონების განმკარგავ უწყებას. მათი მონაწილეობის მიზანი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი წლების განმავლობაში ამორტიზირებული პასიური უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანაა, რითაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს. „მომხმარებელს, რომელიც მისთვის სასურველი პროდუქტის ან სერვისის მუდმივ ძიებაშია, უჩნდება საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, ერთ სივრცეში გაეცნოს  ბევრ შემოთავაზებას, გაიაროს კონსულტაციები ფინანსურ ინსტიტუტებთან და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი დუგლაძე.

ღონისძიება ოფიციალურად 4 მაისს, 12 საათზე გაიხსნება და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, დავით გიგინეიშვილი გახსნის.

გარდა გამოფენისა, ღონისძიება დაეთმობა სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციებსა და marketer.ge-ს მიერ ორგანიზებულ talk-სერიებს, რომლებიც შეეხება საქართველოს უძრავი ქონების სფეროს, ტურიზმის განვითარებასა და არქიტექტურას.

ღონისძიების პარტნიორია სამშენებლო კომპანია Arcon Invest/არკონ ინვესტი და ავეჯისა და ქვის წარმოების კომპანია ლაზიერი.

ღონისძიებას პარტნიორობას უწევს საერთაშორისო სავაჭრო პალატა. ICC Georgia-ს შეფასებით, ღონისძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განვითარებაში. „საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მოზიდვა და დაინტერესება საქართველოს უძრავი ქონების სექტორით ძალიან მნიშვნელოვანია – არეა ექსპო 2019 კი ამ მხრივ არაჩვეულებრივ პოტენციალს ფლობს. ჩვენ უზრუნველყოფთ ინვესტორებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებას და მოწვევას ჩვენივე წარმომადგენლობების მეშვეობით მეზობელი და რეგიონალური მასშტაბით, მათ შორის აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში და არა მხოლოდ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და საქართველოში უძრავი ქონებით მათ დაინტერესებას“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ღონისძიების ორგანიზატორია უძრავი ქონების სერვისების კომპანია არეა ჯგუფი.

არეა ჯგუფის შესახებ:

არეა ჯგუფი წარმოადგენს უძრავი ქონების სერვისების კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს დეველოპერებისთვის სტრატეგიული მარკეტინგული მომსახურებისა და გაყიდვების ჯგუფის აუთსორსინგს.

 

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები