7-9 მაისს რიკოთის გვირაბში მოძრაობა, დროებით, შეიზღუდება

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, დროის გარკვეულ პერიოდში, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„7 მაისს 22:00 საათდან 8 მაისის 08:00 საათამდე, 8 მაისს 22:00 საათიდან 9 მაისის 08:00 საათამდე და 9 მაისს – 14:00 საათიდან 20:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები