სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება – პარლამენტმა შესაბამისი კანონი მიიღო

პარლამენტმა კანონპროექტი სექსუალური შევიწროების შესახებ მესამე მოსმენით მიიღო. ის 102 ხმით დაამტკიცეს.
კანონპროექტის თანახმად, სექსუალური შევიწროების კონტროლი საჯარო სივრცეში პატრულს დაექვემდებარება და, დადასტურების შემთხვევაში, ჯარიმა 300 ლარი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირი ამგვარ ქმედებას პირველი სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელახლა ჩაიდენს, მას 500 ლარის გადახდა მოუწევს.
ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები