„საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სივრცეში გამართული საერთაშორისო კონფერენციები უაღრესად მნიშვნელოვანია“

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, განათლების, მეცნიერებისა და ლიტერატურის საკითხებზე შავი ზღვის უნივერსიტეტში გამართული მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ორდღიანი კონფერენციის თემებს წარმოადგენს: განათლების ფილოსოფია, საკლასო ოთახის მენეჯმენტი, განათლების ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, განათლების ტექნოლოგია, დისტანციური განათლება, მობილური სწავლება, ენების პროგრამების ევოლუცია.

„კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები და პრაქტიკოსები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების კუთხით,  საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სივრცეში მსგავსი ღონისძიებები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მისასალმებელია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხი გადაჭრილია. ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელთან“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები