მეუფე იობი: ღვთის წყალობით, გონიერება ეყოფათ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას და მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე

“ღვთის წყალობით, გონიერება ეყოფა როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე – საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენ წინაშე ასეთ გამოწვევად იქცა”, – ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარების შემდეგ ქადაგებისას ისაუბრა.
მან სხვა ეპარქიის წარმომადგენლებსაც მოუწოდა, რომ მიბრძანდნენ კომპლექსში და ჩაატარონ წირვა-ლოცვები.
„ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა შეიწიროს თქვენი აქ მობრძანება. ვფიქრობ, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი უნდა დაწესდეს გარეჯელ მამათა ხსენების დღედ და ყოველ წელიწადს, როგორც დღეს ჩვენ მთელი სამღვდელოებით მოვედით, სხვა ეპარქიებსაც შეუძლიათ, მოვიდნენ. შეიძლება, მორიგეობაც დაწესდეს – წლების მიხედვით მღვდელმთავრები მობრძანდნენ და ჩაატარონ საზეიმოდ ეს დღესასწაული. ვაჩვენოთ მათ, რომ ეს არ არის მიტოვებული ადგილი, აქ მოქმედი მონასტერია, წირვა-ლოცვები აღესრულება“, – განაცხადა მეუფე იობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები