ფინანსთა მინისტრის მოადგილეები სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსტამ ბადასიანსა და ამავე სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს უფროსს, ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.
თბილისში მათი სამუშაო ვიზიტის მიზანია ეკონომიკური, ფინანსური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და, შედეგად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა სომეხ კოლეგებს აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი გააცნეს. საუბარი, ასევე, შეეხო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით საგამოძიებო სამსახურების ეფექტიან მუშაობას, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების იმედი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები