გიორგი ქობულია: ეკონომიკურ ატაშეებთან დაკავშირებით განსხვავებულ მოდელზე ვმუშაობთ

“ეკონომიკურ ატაშეებთან დაკავშირებით განსხვავებულ მოდელზე ვმუშაობთ”, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეკონომიკური ატაშეები საქართველოს საელჩოებთან ერთად იმუშავებენ, რაც არსებული მიზნის მისაღწევად უფრო ეფექტური მექანიზმია.

„ეკონომიკურ ატაშეებთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა ვაკეთებთ ცოტა სხვანაირ მოდელს – ეს იქნება ხალხი, რომელიც მიბმული იქნება, უფრო მეტად, საელჩოებთან – დესპანის პოზიციაში. მათ ექნებათ იგივე ფუნქცია, რაც ატაშეებისთვის იყი გამიზნული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლო კოორდინაცია საელჩოებთან უფრო ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს იმ მიზნების მოსაღწევად, რომლებისთვისაც ატაშეების ინსტიტუტი იყო შექმნილი“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები