აკაკი ზოიძე: ეკონომიკური ზრდა არის ქვეყნისათვის სასიცოცხლო აუცილებლობა

ეკონომიკური ზრდა არის ქვეყნისათვის სასიცოცხლო აუცილებლობა და უდიდესი გამოწვევა, მაღალი და სწრაფი ეკონომიკური ზრდა არის ჩვენთვის ზეამოცანა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

,,ეკონომიკური ზრდა ხალხის გაღარიბების და უთანასწორობის ზრდის ხარჯზე არის მიუღებელი. ჩვენ ახლა, პირველად ისტორიაში, ვდგამთ შეგნებულ ნაბიჯებს, რომ გვქონდეს მართლაც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა.

ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა თუ ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა არის სწორი, ამის დასტურიამსოფლიოს 90 ცენტრალური ბანკირიდან 16 საუკეთესო ბანკირში მოხვედრა, მანამდე 6 რეგიონალურ საუკეთესო ბანკირში მოხვედრა სავალუტოფონდის აღიარებით, ეს არის დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორი მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა ტარდება.

ძირითადი ვექტორი სწორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავატაროთ ეს პოლიტიკა, ისე რომ აღარ გვყავდეს იპოთეკარების კლასი”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები