“ესენი რომ მოიფიქრებენ, ის კარგა ხნის წინ მაქვს ნანახი”, – ბესელიას მტკიცებით ოხანაშვილს მზაკვრული გეგმა ჰქონდა

დეპუტატ ეკა ბესელიას მტკიცებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, კონკრეტული დავალება ჰქონდა, რომ რაც შეიძლება მალე მოეშორებინათ მოსამართლეთა გამწესების კრიტერიუმების შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა.
ბესელიას აზრით, სწორედ ამიტომ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა შაბათს მიზანმიმართულად ჩანიშნა. „აქ არის მზაკვრული გეგმა. ესენი რომ მოიფიქრებენ, ის მე კარგა ხნის წინ მაქვს ნანახი და გავლილი. ძალიან ჩქარა უნდოდათ მოშორება და ამ კვირაში ორივე პროექტის გამოტანა. რატომ დანიშნა შაბათს, მეოთხე დღეს, როცა კიდევ აქვს ხუთი კვირა და თვენახევარზე მეტი განხილვისთვის, რატომ? სად ეჩქარებოდა ოხანაშვილს? უთხრეს, რომ ჩქარა უნდა მოიშოროს ბესელიასა და კიდევ 12 დეპუტატის კანონპროექტი იმიტომ, რომ ეს თავის ტკივილია? ეს თავის ტკივილი კიდევ დიდხანს გაუგრძელდებათ. ამიტომ, განიხილავს მაშინ, როცა განიხილავს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები