გრიგოლ ვაშაძე: რაღაცები მომესმა, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდისო და მსგავსი სისულელეები

“ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავმჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას – ნდობისთვის დიდი მადლობა”, – ასე გამოეხმაურა პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. „ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავმჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას – ნდობისთვის დიდი მადლობა. რაღაცები მომესმა, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდისო და მსგავსი სისულელეები! მიხელ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიის ფორმირებაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება იმიტომ, რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი შინაარსის განცხადებას ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აკეთებს. მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ლიდერი ადგილზე სჭირდება. „როგორც არასდროს, საჭიროა ახალი ხალხის მოსვლა პარტიაში და მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობა პარტიის მართვისა. ივანიშვილი არ მიშვებს ქვეყანაში. ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში. სულ ახლახან, დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს, რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას. იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც არცერთი დღით შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას. ამიტომ, ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე. ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი? ვინ უნდა შეარჩიოს? – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცებთან მოლაპარაკებით, არამედ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმებით, რომლებიც არსებობს და ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება, ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“ – აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები