რატი იონათამიშვილი: დღევანდელი დღე არის მაგალითი, როგორი პასუხისმგებლობით გამოირჩევა ჩვენი მთავრობა

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა დადებითად შეაფასა.
მისი თქმით, მინისტრის მიერ წარმოდგენილი დღევანდელი ანგარიში ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, ახალი რეგლამენტის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვან პრეცენდენტებს ეყრება საფუძველი და მოხარული ვარ, რომ ამაში თითოეული ვმონაწილეობთ. დღევანდელი დღეც იმის მაგალითია, თუ როგორი პასუხისმგებლობით გამოირჩევა ჩვენი მთავრობა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დღევანდელი ანგარიში ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდება ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლის უმეტესობა, ვიტყოდი, უპრეცენდენტო და ისტორიულია“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, მაია ცქიტიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით „მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები