დავით ხოსრუაშვილი დღგ-ს ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების შესაძლებლობას დადებითად აფასებს

 

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის (სათეფა) ხელმძღვანელი დავით ხოსრუაშვილი, სიახლეს, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ, დღგ-ს დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ, დადებითად აფასებს.
“რაც დაიწყო ძალიან კარგია და ალბათ, უკვე შეუქცევადი პროცესია ის, რასაც ჰქვია დეცენტრალიზაცია. რეალურად, პლუსები უკვე გამოჩნდა, ეს არის, მაგალითად, დღგ-ს დატოვების ნაწილი. ანუ აქამდე როგორ იყო, რომ გათანაბრებით ტრანსფერზე იყო დამოკიდებული მუნიციპალიტეტი, თვეში ერთხელ ერიცხებოდა. უნდა დაერეკა ფინანსთა სამინისტროში და ეთხოვა,რომ ჩაერიცხა ან არ ჩაერიცხა. ახლა დღგ უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ავტომატურად ირიცხება, შემდეგი სიკეთე ის არის, რომ რეალურად აღარ აკლდება თანხა. მაგალითად თუ ზედმეტი შემოვიდა გადასახადი დღგ აღარ აკლდება. ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტს მოტივაციას აუმაღლებს იმისთვის,რომ იმუშაონ მეტი გადასახადის მიღებაზე. აქამდე ეს მოტივაცია არ ჰქონდათ. შესაბამისად მოსახლეობასაც მუნიციპალიტეტი უფრო მეტს დაახარჯებს. აქამდე ცენტრალურ ბიუჯეტზე იყვნენ დამოკიდებული და რამდენსაც განუსაზღვრავდა ფინანსთა სამინისტრო, იმაზე მეტს ვერ დახარჯავდა. კიდევ ერთი საკითხია, რაც მალე ამუშავდება. მაგალითად მოსახლე ცხოვრობს იქ ადგილზე და რაღაც საკითხებია, როცა ცენტრალურ სტრუქტურებს უნდა მიმართოს, როდესაც ადგილზეა და უფრო მარტივია მისთვის მუნიციპალიტეტმა და მერიამ მოუგვაროს ეს პრობლემა. ლიცენზიები სხვადასხვა ბუნებრივი რესურსის, მოსაკრებლები, სოციალური საკითხები – ეს ის თემებია, რომლებიც ადგილზე გადაწყდება”, – განაცხადა დავით ხოსრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები