დავით ჭიჭინაძე: კობახიძე იმიტომაა ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება

 

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბედნიერების მიზეზი სწორედ ისაა, რომ მან კანონპროექტის შეჩერების თაობაზე ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება შეძლო.
„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით პირდაპირ უარი ეთქვა ჩვენს ინიციატივას. არ მგონია, დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ ამის შემდეგ. დარჩა მხოლოდ ტექნიკურად გასაფორმებელი, რომ ისინი მხარს არ უჭერენ. ალბათ, ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა ეს გადაწყვეტილება და ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა მისი დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ცნობისათვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა სადაც, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელათ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები