“მისასალმებელია ის მაშტაბური პროექტები, რომელიც წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს დაგეგმილი”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა კიკნაველიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა.
„ნამდვილად მისასალმებელია ის პროექტები და მასშტაბური სამუშაოები, რაც წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერაა დაგეგმილი. მისასალმებელია, რომ იწყება ხევი-არგვეთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, მაია ცქიტიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით „მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები