მერაბ ქვარაია მაია ცქიტიშვილს: ვფიქრობ, სწორედ ახლა არის ის ზუსტი დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სწორად შევაფასოთ წინა წლის შედეგები

 

„ვფიქრობ, სწორედ ახლა არის ის ზუსტი დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სწორად შევაფასოთ წინა წლის შედეგები“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს.
„მინდა მივესალმო თქვენს ინიციატივას, რომ მინისტრის საათი, რომლის შესაძლებლობასაც ჩვენ გვაძლევს ახალი რეგლამენტი, გამოყენებული ყოფილიყო ახლა, წლის დასაწყისში, რადგან, ვფიქრობ, სწორედ ახლა არის ის ზუსტი დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სწორად შევაფასოთ წინა წლის შედეგები და ასევე, ვიმსჯელოთ იმ გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით მიმდინარე წელს”,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
უმრავლესობის დეპუტატმა ყურადღება ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
„გამოვიყენებ კითხვის შესაძლებლობას და მინდა დაგისვათ კითხვა იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ანაკლიის პროექტი ეწოდება, რომელიც არის საუკუნოვანი პროექტი, არა მარტო მისი მნიშვნელობით, არამედ, იმითაც, რომ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა ამ პროექტის განხორციელებაზე. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ საფუძველი ჩაყრილიყო ამ პროექტს. თუმცა, დღეს გვესმის, რომ ხშირად არის არაჯანსაღი მითქმა-მოთქმის საფუძველი და არის მცდელობა იმის, რომ გარკვეულწილად ეს ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იყოს გამოყენებული”,- აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები