გიორგი ჩაკვეტაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენ ხართ რუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა

0

„თქვენ არჩევნები არ მოგიგიათ და მეტიც,  ვერც მეორე ტურში მოიგებთ, რადგან არჩევანია ღირსებასა და უღირსობას შორის“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ აქვს პოლიტიკური ღირსება, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს აქვს დიპლომატიური გამოცდილება და აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც პრეზიდენტისთვის არის აუცილებელი.

„თქვენ ცდილობთ, სალომე ზურაბიშვილი გამოიყვანოთ მოღალატედ, მაშინ როდესაც თქვენი პიარ-ტექნოლოგები არიან რუსი პიარ-ტექნოლოგები და ცდილობთ, ეს ყველაფერი გადმოგვაბრალოთ ჩვენ. არა, ეს არ გამოგივათ“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, მართალია, საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ არის ბევრი გამოწვევა, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას დაავიწყდა ის ყველაფერი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხს დამართა.

„ახლა თქვენ ცდილობთ, დადგათ შოუ, რათა გადაფაროთ ყველა ის პროგრესი, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება. თქვენ არ გიხარიათ ახალი ავტობუსები, რომელიც ქალაქში შემოვა, თქვენ არ გიხარიათ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქში ხორციელდება. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ვერ ეგუებით 2012 წელს საზოგადოებამ სილა რომ გაგაწნათ. თქვენ ხართ რუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი