“ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ ძალიან მაღალი დონის დინამიკას”
“ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მაღალი დონის დინამიკა გვაქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელიც ბრიუსელში იმართება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ვიზიტით მყოფი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ინტენსიური პრაქტიკული თანამშრომლობა. ეს შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში გვაქვს ძალიან მაღალი დონის დინამიკა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.