მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიზიტი მეგობარ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში.
„კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომ სუამ-ის ფარგლებში განვავითაროთ ახალი რეგიონული პროექტები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები