ნინო წილოსანი: ტაქსების რეგულაცია კალაძის ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა
თბილისის ტაქსის იერსახე და ტექნიკური უსაფრთხოება მიმზიდველი უნდა იყოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
“თბილისის ტაქსის იერსახე და ტექნიკური უსაფრთხოება მიმზიდველი უნდა იყოს არამარტო ტურისტებისთვის, როგორც ქალაქის სავიზიტო ბარათი, არამედ უდავოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვისაც. სწორედ ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ტაქსების რეგულაცია თბილისის მერის ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს სწორი გადაწყვეტილებებით და დაცულია როგორც მგზავრების, ასევე ტაქსის მძღოლების ინტერესები”, – აცხადებს წილოსანი.