სოხუმში 2 სტუდენტი დაიხრჩო

სოხუმში 2 სტუდენტი დაიხრჩო. ამის შესახებ „სპუტნიკი“ წერს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიზან ლომიას თქმით, ბიჭების ცხედრები მყვინთავებმა იპოვეს.

“სამწუხაროდ ბიჭები დაიღუპნენ. მათი ცხედრები მყვინთავებმა იმ ადგილას იპოვეს, სადაც მდინარე კელასური ზღვას უერთდება“, – აღნიშნა ლომიამ.

ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სტუდენტები მორევს ჩაეთრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები