სოფო კილაძე: ნიკა მელია დაკავებული არ არის

ნიკა მელია დაკავებული არ არის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, მე რა თქმა უნდა დავინტერესდი აღნიშნულით და მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებასთან, შემიძლია გითხრათ, რომ ნიკა მელია დაკავებული არ არის”,- აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რამოდენიმე ადამიანის, მათ შორის ნიკა მელიას მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას და აქედან გამომდინარე განარიდეს და იგი, როგორც პარლამენტარი, დაცულია იმუნიტეტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები