გიორგი ტატუნაშვილი: რაც მთავარია, გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მას გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებები, რომელზეც ოჯახს კითხვები აქვს, სიცოცხლის დროინდელი არ არის.

“მაინტერესებდა ცხვირზე და შუბლზე რა დაზიანებებიც იყო, ის რატომ არ იყო ჩაწერილი დასკვნაში. როგორც მითხრეს, ეს დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს. როგორც მითხრეს, გადაკვალიფიცირდა საქმე წამების მუხლით. შსს თავიდან როგორც დამპირდა, რომ გვერდში დამიდგებოდა, ყველანაირად მიდგას გვერდში. გამოძიების ობიექტურობაში, რაც მთავარია, ეჭვი არ მეპარება”, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი გუშინ გამოთქვა. დასკვნის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილს 100-მდე ჭრილობა და დაზიანება ჰქონდა მიღებული. მათ შორის, სხეულზე, ჭრილობების ნახევარი, ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები