“პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ მთლიანად საზოგადოებას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა.
დეპუტატი თვლის, რომ პრეზიდენტს მეტი ნებისყოფა მართებდა და მას დემოკრატიული ღირებულებებისადმი ანგარიში უნდა გაეწია.
“როცა დიალოგში შესვლა გსურს, პოზიციები უნდა მოისმინო, სამწუხაროა, რომ მას პოლიტიკური მდგრადობა არ ეყო, რაღაც ხუშტურით და ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი. ფაქტობრივად, პარლამენტიდან გაიქცა. საქართველოს რომელიმე პრეზიდენტისგან ასეთ საქციელს არასოდეს არ ვისურვებდი. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ფორმატი არათუ იცოდნენ, არამედ ოთხი წელია, პარლამენტში დადიან, პრეზიდენტი ტრიბუნასთან ოთხი წლის განმავლობაში გამოდის და თურმე, მეხუთე წელს აღმოჩნდა, რომ მისთვის ეს ფორმატი მიუღებელია. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ პარლამენტს და ჩვენს ინსტიტუტს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა ის მინიმალური სტანდარტიც ვერ დაიცვა, რაც აზრის მოსმენას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ საქციელით მისი სისუსტეც გამოიხატა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები