სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ხვალ თბილისის მერიასა და საკრებულოს ღია წერილით მიმართავენ

კაფე „ფრონტ ლაინში“ ხვალ 14:00 საათზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, სადაც „სამეზობლო თემი“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება“ და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს ღია წერილით მიმართავენ.
ორგანიზატორების ცნობით, აღნიშნულ წერილში განხილული იქნება სხვადასხვა სოციალური პრობლემები, როგორიცაა თბილისის ქაოტური განვითარება, ქალაქის იერსახის დამახინჯება, კლდეების ნგრევა, უკანონო მშენებლობები, სატრანსპორტო პრობლემა, ეკოლოგიური კრიზისი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოწესრიგება.
„პრობლემები, რომელზეც ბრიფინგზე იქნება საუბარი, საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე და მოუგვარებელი საკითხებია. მოგეხსენებათ, რომ დაბინძურებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო საქართველო მესამე ადგილზეა სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. ეკო კრიზისს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ უამრავი ხე იჩეხება, რათა ახალი მშენებლობები წამოიწყონ კომპანიებმა, ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო უარყოფითად ისახება გარემოზე.
ასევე მოუგვარებელია ტრანსპორტის პრობლემა – გამონაბოლქვი და გაუმართავი ძრავი დასაშვებ ზღვარს სამჯერ აღემატება და საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი ბავშვები ზარალდებიან ამით.
რაც შეეხება კლდეების ნგრევას, ის ქალაქის იერსახეს აზარალებს და ამახინჯებს, ასევე ისტორიულად მნიშვნელოვანი ლოკაციების კვალს შლის და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებს ანადგურებს.
ეს მით უფრო აქტუალურია, როდესაც უკვე არსებობს თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის სისტემურ მიდგომას და კონკრეტულ გადაწყვეტებს გვთავაზობს, ხოლო თბილისის მერია კი არ ჩქარობს ქალაქისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღებას.
თბილისის მერიის მხრიდან ამგვარი მიდგომა თბილისის განაშენიანების სწორად განვითარებისათვის აუცილებელი დოკუმენტის მიმართ, სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ ყოველივე ეს, მხოლოდ და მხოლოდ დეველოპერებისა და ინვესტორების ინტერესების დასაკმაყოფილებლად არის გამიზნული“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები