კახა კალაძე: მერია მოსახლეობას პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად ხედვას უახლოეს მომავალში გააცნობს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გააცნობს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორი იქნება თბილისში პარკირება და დაწესდება თუ არა გადასახადი საათობრივი პარკირებისთვის.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 10 აპრილიდან იცით, რომ პარკირების მიმართულებით სატრანსპორტო კომპანია იმუშავებს. სამომავლოდ როგორი იქნება პარკირება ზონალური, საათობრივი თუ ა.შ. ამაზე ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. ჩვენ ახალს ნამდვილად არაფერს გამოვიგონებთ, გადმოვიტანთ საუკეთესო მაგალითებს ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან, თუ როგორ არის იქ პარკირების სისტემა მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება უქმდება და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები