ზუგდიდში, ერთ-ერთი სახლთან ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ჩვილს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, (სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება). მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები